пятница, 14 ноября 2008 г.

მუხური-ლუგელას ხეობა

პროექტის ხელმძღვანელი: ნინო წურწუმია
მონაწილეობდნენ შემდეგი მოსწავლეები:
ციკუტანია დავითი
შენგელია ნუკრი
სალია ანა
სორდია მარი
წურწუმია მარიამი
ლუგელას ხეობა მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, ჩხოროწყუს რაიონის სოფელ მუხურში.
ეს სოფელი ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია საქართველოში, თავისი რელიეფით, მდიდარი ფლორა-ფაუნით, სამკურნალო წყლით-“ლუგელა“, მღვიმეებით. აქ ჩამოედინება მთის მდინარე ხობისწყალი, რომელიც მდიდარია სხვადასხვა სახის თევზებით, მათ შორის კალმახი. აუცილებელია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებნი დაინტერესდნენ ამ ადგილით ,რაც რეგიონის ტურიზმის განვითარებაში შეტანილი წვლილი იქნება.

ლუგელას ხეობა მდებარეობს სოფელ მუხურში ჩხოროწყუს რაიონში.ეს ის ადგილია სადაც გავაკებას იწყებს მთის ანკარა მდინარე ხობისწყალი.
ლუგელას ხეობიდან ზამთარ-ზაფხულ მოედინება ნაძვის, სოჭის, ბზის,ათასნაირი სურნელებით გაჯერებული სიო, რომელსაც თავისი სახელწოდება აქვს “მასქური“მასქური ლუგელას ხეობიდან მუხურისაკენ მიემართება ხობისწყლის ხეობით და თავისი სურნელებითა და საამო შრიალით მეტად დადებითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობასა და განწყობილებაზე.
ეს ხეობა ვიწრო და ძნელად მისადგომი იყო, მაგრამ ამ ხეობაში უცხოვრიათ ერთმანეთის გვერდით ბევრი გვარის წარმომადგენლებს.ეს ადგილი არის უებარი დასვენების კერა.დამსვენებლებზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ცისკენ აზიდული, ერთმანეთზე გადაგრეხილი მთების სილამაზე, წყალანკარა კალმახების სანავარდო მდინარე ხობისწყალი.
მდინარე ეგრისის მთებში იღებს სათავეს. ხობისწყლის ხეობა ციცაბო და დახრილია, ნაპირები ტყით არის შემოსილი. მდინარე დამახასიათებელია ჭორომებით. მდინარეში წყლის რაოდენობა წლის განმავლობაში ერთნაირი არ არის. იგი ყველაზე წყალუხვია გაზაფხულზე.როცა მთაში თოვლი დნება, კალაპოტში წყალი ვერ ეტევა და ნაპირებზე გადმოდის და ჭალას ფარავს. მას ახასიათებს წყალმოვარდნა, ძლიერი თავსხმა წვიმების დროს, იმის გამო,რომ მდინარე ხობისწყალი ძირითადად წვიმისა და მიწისქვეშა წყლებისგან შედგება.მდინარე შუა წელში მდორედ მიედინება, ამიტომ ის გამოყენებულია ხე-ტყის დასაცურებლად.
ამ ხეობას ლუგელას ხეობა იმიტომ დაერქვა, რომ აქ არის სამკურნალო წყალი ლუგელა იგივე კალციუმის ცლორიდი, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ.

Комментариев нет: